ირანმა რაკეტა-თანამგზავრი გაუშვა, რომელმაც ორბიტაზე ე.წ. სიცოცხლის პაფსულა - აპარატი უნდა გაიყვანოს, რომლის ბორტზეც მაიმუნი იმყოფება. ამის შესახებ ირანული არაბულენოვანი ტელეარხი „ალ-ალამი" იუწყება.
ირანის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჰამიდ ფაეზელიმ განაცხადა, რომ კოსმოსში მაიმუნის გაშვება მოსამზადებელი ნაწილია პროექტისა, რის შემდეგაც კოსმოსში ადამიანის გაშვება იგეგმება. მისივე განცხადებით, ეს უახლოეს 5-8 წელიწადში მოხდება.
„სიცოცხლის კაფსულის" გაშვება ირანმა პირველად 2010 წელს განახორციელა. მაშინ საკუთარი წარმოების რაკეტის ბორტზე იმყოფებოდნენ თაგვები, კუ და მატლები. მოგვიანებით, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აპარატი წარმატებით დაბრუნდა დედამიწაზე.
მასალის გამოყენების პირობები