"ლეიბორისტები" მიხეილ სააკაშვილს თემურ ჭყონიასთან უკანონო ფინანსურ გარიგებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
შატბერაშვილის თქმით, სააკაშვილმა "ნაციონალური თაღლითობის" დახმარებით ბიზნესმენ თემურ ჭყონიას 12 მლნ. ლარიანი დავალიანება "ატკატის" სახით გადახდილი თანხის შემდგომ ჩამოაჭრა.
"კოკა კოლას მწარმოებელ და სააკაშვილის არჩევნების ერთ_ერთ უმსხვილეს დამფინანსებელს, თემურ ჭყონიას 12 მილიონ ლარიანი საგადასახდო დავალიანება "ატკატის" სახით, 6 მილიონი ლარის გადახდის შემდეგ ჩამოაჭრეს. ეს თანხა პირადად მიხეილ სააკაშვილმა აიღო"_ განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.
"ლეიბორისტების" განცხადებით, უკეთესი იქნებოდა ამ თანხით პრეზიდენტს საქართველს დიდ ქალაქებში საავადმყოფოები გაეხსნა.