მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მან ციხის # 8 დაწესებულება გვიან ღამით დატოვა. როგორც ჟურნალისტებთან ჩოჩელმა განმარტა, მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
"თავს დამნაშავედ არ ვცნობ და მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან", -განაცხადა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ცეზარ ჩოჩელმა.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ცეზარ ჩოჩელს 200 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გამოძიება მას სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება.