""ქრისტიან-დემოკრატები" ახალგაზრდებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებს მცხეთის დასაცავად გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.
ეს მოწოდება მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლევან ჯაფარიძემ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა.
როგორც ლევან ჯაფარიძემ განაცხადა, მოძრაობა აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაჟების, აუზების, სავაჭრო და სპორტული ცენტრების მშენებლობას იწყებს.
მისი თქმით, მცხეთის ტერიტორიის მოწყობის საკითხის შეთანხმება საქართველოს საპატრიარქოსთან უნდა მოხდეს.
"ვერ დავუშვებთ იმ ჩანაფიქრის განხირციელებას, რომელიც კერძო და უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ პირთა პირადი, ვიწრო ფინანსური ინტერესებიდან მომდინარეობს. ამ სიწმინდეების დაცვა თითეული ჩვენგანის უპირველესი მოვალეობაა", - აღნიშნა ჯაფარიძემ.
პრეზიდენტი მცხეთის ტერიტორიის იერსახის შეცვლის წინადადებით რამდენიმე დღის წინ გამოვიდა.