აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, სენატორმა ჯონ კერიმ სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტში აშშ-ის მომავალ საგარეო პრიორიტეებზე ისაუბრა.
კერი მიჩნევს, რომ საგარეო პოლიტიკაში აშშ-ის მიმართ ნდობის აღდგენა და გამტკიცება ბევრად იქნება დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის "წესრიგში მოყვანაზე".
კერიმ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არ უნდა იყოს დამოკიდებული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაზე და სამხედრო ოპერციებზე. გამოყენებული უნდა იყოს მატერიალური დახმარებები და ყურადღება მიექცეს სასურსათო უსაფრთხოებას, კლიმატის დაცვას.
კერი მხარს უჭერს ირანთან დიალოგს თუმცა აცხადებს, რომ აშშ კვლავინდებურად ირანის ბირთვული პროგრამის განხრციელების წინააღმდეგი იქნება.
მან კომიტეტში მოსმენისას, ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო მოალაპარაკებების გარძელებაზეც ისაუბრა და მხარეებს შესაბამისი მოწონდებითაც მიმართა.
მოამავალი სახელმწიფო მდივანი მიჩნევს, რომ აშშ-მ უნდა გააძლიეროს კავშირები ჩინეთთან.
მასალის გამოყენების პირობები