22 თებერვალს საქართველოს ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკი ეწვევა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ მიაწოდა.
მისივე განმარტებით, ჰოლბრუკის თბილისში ვიზიტი ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში ქართული კონტიგენტის მონაწილეობას ეძღვნება.