რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრის დასაწყისში პატრიარქს გასული დაბადების დღე და აღსაყდრებიდან 35 წლისთავი მიულოცა.
"მადლიერების განსაკუთრებული სიტყვები მინდა გითხრათ იმისათვის, რომ თქვენ ამ მძიმე პირობებშიც კი და რთული სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების დროს საქართველოსა და რუსეთს შორის აკეთებთ ყველაფერს შესაძლებელს იმისათვის რათა მხარი დაუჭიროთ ჰუმანიტარულ, სასულიერო, კულტურულ კონტაქტებს ჩვენს მოძმე ხალხებს შორის", _ ხაზგასმით აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პატრიარქის შეხვედრას ნოვო-ოგორიოვოს რეზიდენციაში მოსკოვისა და სრულიდ რუსეთის პატრიარქი კირილიც ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრისგან მოკითხვა გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები