საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილ ქართველ პოლიტიკოსებზე კანადაშიც ისაუბრა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ვანკუვერში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, "ამით საქართველო არ მცირდება".
"ეს ხალხი გაბრაზებულია თქვენზე, ვისაც თქვენი სამშობლოს სიყვარული გაქვთ და შურს იძიებს იმით, რომ მტერს ღიად ეხუტება, მაგრამ ამით საქართველო არ მცირდება. ასეთი ხალხი საქართველოში ყოველთვის იყვნენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.