ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, გასული წლის ოქტომბერში გაცხადებული პროგნოზი ისევ უცვლელად დატოვა და 2013 წლის მშპ-ს ზრდის ტემპი 5 %-ად შეაფასა. აღნიშნულის შესახებ ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
EBRD-ს პროგნოზის თანახმად, 2012 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,5 %-ით გაიზარდა.
„საქართველოს ეკონომკა სწრაფად იზრდებოდა და 2012 წელს ის ისევ მარალ ნიშნულზე გაჩერდა. თუმცა იკვეთებოდა გარკვეული ნიშნები, რომ ზრდის ტემპი შესაძლოა დადაბლებულიყო"- აღნიშნულია ანგარიშში. ზრდის ტემპის შემცირების მიზეზად კი ევროპის მთავარი ბანკი ინვესტიციების შემცირებას და ასევე არჩევნების შემდეგ გარდამავალ პერიოდს უკავშირებს.