საგრეო უწყება ნიკოლოზ ვაშაკიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განმარტებას აკეთებს. როგორც ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა ვაშკიძემ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.
,,ნიკოლოზ ვაშკიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მე მას შევთავაზე სამსახური დიპლომატიურ საქმიანობაში მათ შორის რამდენიმე ქვეყნის ელჩობა, მაგრამ ეს მან არ მოინდომა და დატოვა სამინისტრო", -განაცხადა ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვლება.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის უკვე ყოფილმა მოადგილემ ნიკლოზ ვაშაკიძემ თანამდებობა სამინისტროს საგარეო პოლიტიკურ კურსთან შეუთავსებლობისა და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სომხეთში გაკეთებული განცხადების გამო დატოვა.