საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ნაციონალური მოძრაობის განერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ერთმანეთს სხვადასხვა არხის ეთერით გამოეპასუხებიან.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 22:20 საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პოზიტიური ტენდენციების შესახებ ისაუბრებს.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ის არსებულ შეკითხვებს „რუსთავი 2"-ს ეთერიდან უპასუხებს, სადაც ვანო მერაბიშვილი გადაცემა „პოზიციაში" იქნება სტუმრად.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან ვანო მერაბიშვილი და ნოდარ ხადური ტელედებატებზე "შეთახმდნენ", სადაც მხარეებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება ჩაიშალა, რის მიზეზადაც მხარეები სხვადასხვა მიზეზებს ასახელებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები