კანადაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე არაფორმალური პოლიტიკური კონსულტაცია გამართა.
უფრო კონკრეტულად, ქვეყნის პირველი პირი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილმა ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა ასევე ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან და ჩეხეთისა და ჰოლანდიის პრემიერებთან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი კანადაში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება. ის ზამთრის ოლიმპიადის გახსნასაც დაესწრო.