ეროვნული ფორუმი მხარს უჭერს, ახალ კამპანიას - "სოლიდარობა პოლიტიკურ პარტიებს". ამის შესახებ დღეს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ "ეროვნული ფორუმი"-ს ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, "ეროვნული ფორუმი" სოლიდარობას უცხადებს, უფლება დამცველი ორგანიზაციების ინიციატივას - ერთობლივად იბრძოლინ პოლიტპატიმრებისა და უკანონოდ დაკავებულების გასანთავისუფლებად.
"ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობაზე პასუხისმგებლები არიან არამარტო ისინი, ვინც უკანონო ბრძანებებს გასცემენ, არამედ ის შემსრულებლებიც, რომლებიც პირადი კეთიდღეობის შენარჩუნებას საკუთარი თანამოძმის გაუბედურების ხარჯზე ცდილობენ - ასრულებენ რა სააკაშვილის და მერაბიშვილის უკანონო ბრძანებებს", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.