"რესპუბლიკელები" ბრიტანეთის "ლიბერალ-დემოკრატიული" პარტიის ექსპერტებს შეხვდნენ. დღეს, სასტუმრო "ამბასადორში" გამართულ შეხვედრაზე, "რესპუბლიკელებმა" ბრიტანელებს თავიანთი ხედვა გააცნეს - ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობების დარეგულირებასთან დაკავშირებით. ამასთან, იქვე გაიმართ "ალიანსი საქართველოსთვის" ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია.
"ჩვენი ამოცანა არის ის, რომ დღევანდელი დოკუმენტი, რომელიც საქართველოში მომზადდა და მეორე დოკუმენტი, რომელსაც ხვალ წარმოვადგენთ, ეს არის კონფლიქტების რეგულირების შესახებ, გავაცნოთ ჩვენს უცხოელ მეგობრებს - გვაინტერესებს მათი შეფასება ანალიზი და ექსპერტიზა", - განაცხადა "რესპიბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა.
შეხვედრას კონფლიქტების მოგვარების კომისიისა და ეკონომიკური კომისიის ექსპერტებიც ესწრებოდნენ.