დღეს, სასტუმრო "თბილისი - მარიოტში" მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პიტერ სემნების შეხვდა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლიი ჭითანავა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მრჩეველი კაუპო კენდი და ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი რობინ ლინდელი.