რეგიონების პარტიის ლიდერი, ვიქტორ იანუკოვიჩი არ გამორიცხავს, რომ შავი ზღვის ფლოტი სევასტოპოლში 2017 წლის შემდეგაც დარჩეს. ამის შესახებ იანუკოვჩმა ტელეკომპანია "რასია 24" - თან ისაუბრა.
"რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები პირველ რიგში მეგობრული და ამასთანავე პრაგმატული უნდა იყოს, რაც შეეხება შავი ზღვის ფლოტის სევასტოპოლში 2017 წლის შემდეგაც დარჩენას - ეს საკითხი განიხილება სხვა უსაფრთხოების საკითხბეთან ერთად. ჩვენ გადაწყვეტილებას უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ", - აღნიშნა იანუკოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის წინა პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო გადაჭრით აცხადებდა, რომ 2017 წლის შემდეგ, შავი ზღვის ფლოტი სევასტოპოლს ყოველმიზეზგარეშე დატოვებდა.