აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამია აფხაზეთში, კერძოდ წებელდაში სამხედრო წვრთნების დაწყება რუსეთის მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯად შეაფასა.
როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს, საქართველოს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობას სამხედრო წვრთნებისათვის არც მატერიალური და არც სამხედრო რესურსები არ გააჩნია და ყოველივე ამ ქმედების უკან რუსეთის საოკუპაციო ძალები დგანან.
"ჩვენი მწარე გამოცდილების საფუძველზე ნებისმიერი პროვოკაციისათვის მზად უნდა ვიყოთ. აფხაზეთში წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება უფრო დაიძაბოს და ეს ქართულ მხარეს გადაბრალდეს"-აღნიშნა გიორგი ბარამიამ.