საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ბელგიაში ორი ამხანაგური მატჩი გამართა. გიორგი დევდარიანის შეგირდებმა ბელგიელ თანატოლებთან პირველ შეხვედრაში 1:1 ითამაშეს, მერე კი 5:1 მოიგეს. პირველ შეხვედრაში თავი ლევან კოშაძემ გამოიჩინა. მეორეში 3 გოლი ნაკრების ლიდერმა "ბარსელონა" ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელმა, გიორგი ჭანტურიამ გაიტანა.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები თბილისში დღეს დაბრუნდება.