ოპოზიციური პარტიები ამომრჩეველთა სიის შემოწმების პროცესში კოორდინირებულ მოქმდებაზე შეთანხმდნენ.
"კონსერვატული პარტია", "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის", "საქართველოს გზა" და "ხალხის პარტია" მზად არიან ამომრჩეველთა სიის მონიტორინგი ერთობლივად შემუშავებული მეთოდოლოგიით და ერთობლივად შედგენილი ხარვეზის ბლანკებით განახორციელონ.
ასევე ამომრჩეველთა სიის მონიტორინგს პარტიები განახორცილებენ სხვადასხვა ოლქებში წინასწარი შეთანხმების მიხედვით. გარდა ამისა, ისინი მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას სიის მონიტორინგის პროცესის თაობაზე და გამოვლენილი ხარვეზების შესახებ. ამასთან, პოლიტიკური პარტიები ერთობლივად მიაწვდიან ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიას და დამკვირვებლებს სიის მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ.
"პროცესი ღიაა ყველა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიისათვის", - ნათქვამია აღნიშნული პარტიების განცხადებაში.