"ეროვნული ფორუმი" საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების საკუთარ პროექტს ოპოზიციონერ ლიდერებს აცნობს.
სასტუმრო "ვერე-პალასში" მიმდინარე შეხვედრას "ქრისტიან-დემოკრატები", "ალიანსი საქართველოსთვის", "ლეიბორისტული პარტია" და "კონსერვატორები" ესწრებიან.
"ეროვნული ფორუმის" მიერ შემუშავებული პროექტი ოთხ საკითხს ეხება, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი საარჩევნო სიებსა და ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებული საკითხებია.
როგორც "ფორუმის" წევრები აცხადებენ, ხმის მიცემის დროს თითოეული ამომრჩევლისთვის ბიომეტრიული სურათის გადაღება უნდა მოხდეს, რომელიც "დუბლირების" და ე.წ. კარუსელების თავიდან აცილებას გამოიწვევს.
"ეს დიდ დანახარჯებთან არ იქნება დამოკიდებული", - აცხადებენ "ფორუმელები".
შეხვედრას პოლიტიკოსების გარდა, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.