პოლიტპატიმრების დასაცავად საქართველოში კიდევ ერთი ახალი მოძრაობა დაფუძვნდა. "სოლიდარობა პოლიტპატიმრებს" ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით დაარსდა.
ახალი მოძრაობის პრეზენტაციაზე პატიმართა ოჯახის წევრები იყვნენ მიწვეულნი. ღონისძიებას ოპოზიციის ლიდერებიც ესწრებოდნენ.
"მიხარია, რომ სამოქალაქო საზოგადოება ამ ინიციატივით გამოვიდა და ისეთი თემა, როგორიცაა პოლიტპატიმრების პრობლემა ქვეყანაში, სოლიდარობა გამოუცხადა", - განუცხადა პრეზენტაციაზე მისულმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს.
ახალ მოძრაობაში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.