დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა არგენტინის პრეზიდენტს კრისტინა ფერნანდეს დე კიშნერს უპასუხა და უარი განაცხადა სადავო ფოლკლენდის კუნძულების კუთვნილებაზე მოლაპარაკებების გამართვაზე.
"ამ კუნძულების მცხოვრებლებს ბრიტანელებად დარჩენა სურთ და არგენტინის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს მათ თვითგამორკვევის სურვილს. კუნძულის მაცხოვრებლებს აქვთ უფლება თავიანთი სურვილი რეფერენდუმზე დააფიქსირონ",_ განაცხადა კამერონის წამომადგენელმა და აღნიშა, რომ რეფერენდიმი ამ საკითხთან დაკავშირებით 2013 წლის 10-11 მარტს გაიმართება. მანვე დასძინა, რომ "პრემიერ-მინისტრი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ფოლკლენდის მაცხოვრებლების ინტერესები დაიცვას".
აღსანიშნავია, რომ ფოლკლენდის კუნძულები დიდ ბრიტანეთს 1830-იანი წლებიდან ეკუთვნის და არის სადავო არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის. 1982 წელს ამ ქვეყნებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა, რომელშიც არგენტინამ მარცხი განიცადა. მიუხედავად ამისა ბუენოს-აირესი ამ კუნძულებს თავის ტერიტორიად მიიჩნევს.