არგენტინის პრეზიდენტმა კრისტინა ფერნანდეს დე კიშნერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ კამერონს სადავო ფოლკლენდის კუნძულების არგენტინისათვის დაბრუნებისკენ მოუწოდა.
არგენტინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კუნძულები არგენტინისა 180 წლის წინ. "ძალადობრივი გზით" წართვეს.
"მას შემდეგ კოლონიური ზესახელმწიფო დიდი ბრიტანეთი უარს აცხადებს დააბრუნოს არგენტინის რესპუბლიკის ტერიტორია და ხელს უშლის მასდაიბრუნოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა",_ განაცხადა კრისტინა ფერნანდეს დე კიშნერმა.
მან ყველას შეახსენა გაეროს გენერალური ასამბლეის 1965 წელს მიღებული რეზოლუცია, რომელშიც არის მოწოდება დიდი ბრიტანეთისა და არგენტინისადმი გამართონ მოლაპარაკებები სადავო კუნძულებზე.
"არგენტინელი ხალხის სახელით კიდევ ვიმეორებ მოწოდებას - დავემორჩილოთ გაეროს რეზოლუციებს",_ აცხადებს პრეზიდენტი.
აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელია მიმდინარე წელს ფოლკლენდის კუნძულებმა მონაწილეობა მიიღონ რეფერენდუნში და თავისი მომავალი თავად აირჩიონ.
ფოლკლენდის კუნძულები დიდ ბრიტანეთს 1830-იანი წლებიდან ეკუთვნის და არის სადავო არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის. 1982 წელს ამ ქვეყნებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა, რომელშიც არგენტინამ მარცხი განიცადა. მიუხედავად ამისა ბუენოს-აირესი ამ კუნძულებს თავის ტერიტორიად მიიჩნევს.
მასალის გამოყენების პირობები