საქართველოს რესპუბლიკური პარტიისა და ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიის ექსპერტები, პროგრამული დოკუმენტებისა და პოლიტიკური პლათფორმის მომზადების პროცესს იწყებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რესპუბლიკური პარტიიდან აცნობეს, ხვალ, 13 თებერვალს, 12:00 საათზე სასტუმრო "ამბასადორში" ერთობლივი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც პარტიის იდეოლოგიური მდივანი ივლიანე ხაინდრავა გახსნის. ასევე, მოხსენებით გამოვლენ კონფლიქტების მოგვარების კომისიის ხელმძღვანელი პაატა ზაქარეიშვილი და ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელი თენგიზ შერგელაშვილი.
განხილვის საკითხებია: რესპუბლიკური პარტიის ხედვა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების ნორმალიზების გზებთან დაკავშირებით და "ალიანსი საქართველოსთვის" ეკონომიკური პროგრამა.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: რესპუბლიკური პარტიის სხვადასხვა დარგობრივი კომისიის ხელმძღვანელები, დედაქალაქის საქმეთა მდივანი თინათინ ხიდაშელი და კონსტიტუციური მოწყობის კომისიის ხელმძღვანელი ვახტანგ ხმალაძე.