თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გენერალი ისმაილ ხაკკი კარადიი დააკავეს. მას ბრალად ედება 1997 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ინფორმაციას ამის შესახებ ანატოლიის ახალი ამბების სააგენტო ავრცელებს.
როგორც მოსალოდნელია დაკავებულს ანკარის სასამართლოში 1997 წლის მოვლენებზე დაკითხავენ. მაშინ სამხედროების ჩარევის შედეგად ხელისუფლებას თურქეთის პრემიერი ნეჯემეტინ ერბაკანი ჩამოაცილეს.
ამ საქმის გამოძიება 2011 წელს დაიწყო და ამასთან დაკავშირებით უკვე დაპატიმრებულია რამდენიმე მაღალჩინოსანი სამხედრო.