რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფრანგ მსახიობს ჟერარ დეპარდიეს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
"რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ფრანგი მსახიობისათვის ჟერარ დეპარდიესათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.
დაკმაყოფილდეს განცხადება რუსეთის ფედერაციის მოქალაქებობის მინიჭების შესახებ 1948 წელს საფრანგეთში დაბადებული დეპარდიე ჟერარ კსავიესათვის", - ნათქვამია განცხადებაში.