რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს კიევში ელიან. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ლეონიდ კოჟარას ინფორმაციით, ლავროვის ვიზტი უკრაინაში 13-14 იანვარს შედგება. მისივე თქმით, ლავროვის ვიზიტისას უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად იქნება განხილული საკითხი იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება უკრაინის თანამშრომლობა საბაჟო კავშირთან ისე, რომ ის ამ ორგანზაციის წევრი არ გახდეს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეურაცხმყოფელად ჩათვალა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ალექსანდრე გორბანის მიერ გაკეთებული გამონათქვამები, რომლებიც კიევისათვის გაზის საფასურს ეხებოდა.
გორბანმა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს განაცხადა, რომ უკრაინისათვის გაზზე ფასის დაკლება ამ ქვეყნის საბაჟო კავშირში გაწევრიანების გარეშე შეუძლებელია და აღნიშნა, რომ "არ შეიძლება ცოტა ორსულად იყო".
მასალის გამოყენების პირობები