სირიაში სააგენტო ფრანს-პრესის ჟურნალისტი ჯეიმს ფოლი დაიკარგა. სააგენტოს ინფორმაციით, ამერიკელი ჯეიმს ფოლი ოთხმა შეიარაღებულმა პირმა იდლიბის პროვინციაში გაიტაცა.
ცნობილი ხდება, რომ 39 წლის სამხედრო ჟურნალისტი 2012 წლის 22 ნოემბერს გაიტაცეს. შემთხვევის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში არ ხმაურდებოდა, რადგან ჟურნალისტის ოჯახი მიიჩნევდა, რომ ფაქტის გამჟღავნება მისი გათავისუფლებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდებოდა.
2 იანვარს GlobalPost-ის საიტისა და აშშ-ის მსხვილი ტელეარხების საშუალბით ჟურნალისტის მამამ მიმართა "ადამიანებს, რომლებთანაც ის იმყოფება" თხოვნით, დაუკაუვშირდნენ მის ოჯახს და "ერთად იმუშაონ მის გასათავისუფლებლად".
ფოლი ლიბიაშიც გაიტაცეს, რომდესაც ის 6 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ტყვეობაში.
ამ დრომდე ფოლის გატაცება არც ერთ შეიარაღებულ დაჯგუფებას არ აუღია საკუთარ თავზე.