ავღანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ახლა კი ისლამისტი მებრძოლების მეთაურმა, გულბედინ ჰეკმარიარმა განაცხადა, რომ რაც შეიძლება მეტ ბრიტანელ ჯარისკაცს გაანადგურებს იქამდე, ვიდრე ბრიტანეთი 2014 წელს ავღანეთიდან ჯარებს გაიყვანს. ამის შესახებ მან „დეილი ტელეგრაფთან" ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, თალიბების მეთაურმა პრინც ჰარის, რომელმაც მცირე ხნის წინ „თალიბანის" ერთ-ერთი ლიდერი გაანადგურა, "მთვრალი ტურა" უწოდა და განაცხადა, რომ ბრიტანეთი სულ ტყუილად ჩაერია ამ კონფლიქტში.
„ბრიტანეთი ჩაერია ამ უსარგებლო, მაგრამ სასტიკ კონფლიქტში თეთრი სახლის გამო. ბრიტანელებს სანაცვლოდ არაფერი მიუღიათ, მხოლოდ დაღვარეს სისხლი და დაკარგეს დიდი ფული. არ მესმის, რატომ დართო ნება ბრიტანულმა პუბლიკამ ხელისუფლებას, რომ თავისი ბიჭები დასაღუპად გაგზავნოს, მახინჯი ამერიკელი გენერლებისათვის", - განაცხადა ავღანეთის ისლამური პარტიის ლიდერმა.
რაც შეეხება პრინც ჰარის, ავღანელი მეთაურის განცხადებით, „მთვრალი ტურა" უდანაშაულო ავღანელების დასახოცად ჩავიდა მათ ქვეყანაში. მას მოჯახედების განადგურება სურს თავისი ვერტმფრენიდან, ყოველგვარი სირცხვილის გარეშე, თუმცა, არ ესმის, რომ ავღანელ ლომებზე და არწივებზე ნადირობა, ასე იოლი არ არის. ამერიკულ ბაზაზე მოჯაჰედების თავდასხმის დროს, ის ერთ-ერთი იყო, ვინც ხვრელს ეძებდა დასამალად", - ირწმუნება ავღანელი მეთაური.
პრინცმა ჰარიმ სამხედრო კარიერა 2005 წელს დაიწყო. 2008 წელს, ის ავღანეთში დიდი მომზადების შემდეგ გაემგზავრა. 2011 წელს ჰარიმ სამხედრო ვერტმფრენ „აპაჩის" პილოტების მოსამზადებელი ელიტური კურსი გაიარა. გასული წლის დეკემბერში კი, სწორედ ამ თვითმფრინავიდან, ჰარიმ, ეკიპაჟთან ერთად, თალიბების მეთაური გაანადგურა.