ათასობით ქალმა მიღო მონაწილეობა ინდოეთის დედაქალაქ დელიში გამართულ საპროტესტო მსვლელობაში, რომელიც ქალების წინააღმდეგ ძალადობას მიეძღვნა.
საპროტესტო აქციების ტალღა მას შემდეგ აგორდა, როცა ექვსმა მამაკაცმა დელიში, სამგზავრო ავტობუსში, ჯგუფურად გააუპატიურა 23 წლის გოგონა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.
აღნიშნულ ფაქტს ქვეყანაში მღელვარება მოჰყვა.
მოსახლეობა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ კანონის გამკაცრებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები