აშშ-ის ორეგონის შტატში კანადური ტურისტული კომპანიის ავტობუსმა გზის სავალი ნაწილის ჯებირი გაანგრია და ხევში გადავარდა. შტატის პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულია ცხრა ადამიანი და 20-ზე მეტი დაშავებულია. 
ავტობუსში, რომელიც ლას-ვეგასიდან ვანკუვერში ბრუნდებოიდა 40 მგზავრი იყო. 
მაშველებმა გადარჩენილი მგზავრები ხევიდან თოკოებით ამოიყვანეს.
პოლიცია ამჟამად ავარიის მიზეზებს იძიებს. თუმცა წინასწარი ვერსიით, ავარია შესაძლოა გზის მოყინულ საფარს გამოეწვია.