აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ტრომბის გამო ნიუ-იორკში საავადმყოფოში მოათავსეს. კლინტონის პრესმდივნის ფილკიპ რეინსის განცხადებით, ექიმებმა ტრომბი გეგმიური შემოწმების დროს აღმოაჩინეს, რის შემდეგაც სახელმწიფო მდივნის ჰოსპიტალიზაცია მოითხოვეს.
ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწისში ჰილარი კლინტონმა გონება დაკარგა და ტვინის შერყევა მიღო. ექიმების განცხადებით, კლინტონის ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესება კუჭ-ნაწლავის ინფექციამ გამოიწვია.
ექიმები აცხადებენ, რომ ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სახელმწიფო მდივანი პოსტს, სავარაუდოდ, პრეზიდენტ ობამას ინაუგურაციამდე დატოვებს.