სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ კონტროლი აღადგინეს. ასადის მომხრეების მიერ ქალაქის დაკავებას წინ უძღვოდა რამდენიმე დღიანი ბრძოლები.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალაქის შტურმისას ასადის ძალებმა 200 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები დახოცეს.
ბი-ბი-სი ამ ეტაპზე ვერ ადასტურებს ოპოზიციის წრმომადგენელთა განცხადებას, თუმცა მიუთითებს რომ ინფორმაცია რამდენიმე დამოუკიდებელი წაყაროდანაა მიღებული.
შეგახსენებთ, რომ სირიაში გასული წლის მარტიდან მიმდინარე დაპირისპირებას გაეროს მონაცემებით 25 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სირიის ოპოზიცია კი 50 ათასამდე დაღუპულზე საუბრობს.
მასალის გამოყენების პირობები