"ლეიბორისტული პარტია" ნავთობკომპანიების წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვს.
როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნავთობკომპანიები საწვავზე ფასს ხელოვნურად ზრდიან და თან მომხმარებლებს ავტომანქანაში იმაზე ნაკლებ საწვავს უსხამენ, ვიდრე მძღოლები იძენენ.
შრომის პარტია საქმის სასწრაფოდ გამოძიებას და არაკეთილსინდისიერი ნავთობკომპანიების მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვს.
"ბენზინგასამართ სადგურებზე ყველა 10 ლიტრზე გადახდილ თანხაზე სპეციალურად მოწყობილი აპარატები მინიმუმ 2 ლიტრ ბენზინს იპარავს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბენზინგასამართი სადგურები დღის განმავლობაში ასეულობით ტონა საწვავს ყიდიან, მოპარული თანხაც ასიათასობით ლარს შეადგენს", - განაცხადა გუგავამ.