ირანული ტელევიზიის ცნობით, პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა თანამდებობიდან ჯანდაცვის მინისტრი, მარზიე ვაჰიდ დასტჯერდი გაათავისუფლა. დასტჯერდი ერთადეთი ქალი იყო ირანის მთავრობის კაბინეტში.
გადადგომის ოფიციალური მიზეზები არ ხმაურდება, თუმცა, გადაწყვეტილებას მინისტრის პოზიციას უკავშირებენ. დასტჯერდი ხშირად აკრიტიკებდა მთავრობის სხვა წევრებს, წამლების იმპორტის არასაკმარისი დაფინანსებისათვის. ის ასევე წამლების დეფიციტზეც საუბრობდა ქვეყანაში, რომელიც რეჟიმის მიმართ სანქციებმა განაპირობა. ამასთან დაკავშირებით, აჰმადინეჯადმა მინისტრის პოზიცია მცირე ხნის წინ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი მოთხოვნები ბიუჯეტთან დაკავშირებით, გადაჭარბებულია.