აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპში 78 წლის ასაკში გარდაიცვალა გენერალი ნორმან შვარცკოფი. შვარცკოფი მეთაურობდა გაეროს საერთშორისო ძალებს სპარსეთის ყურეში ომის დროს.
შვარცკოფის ხელმძღვანელობით საერთაშორისო ძალებმა, რომელშიც 30-ზე მეტი ქვეყნის საჯარისო ნაწილები შედიოდნენ, 1991 წელს შეძლო აღეკვეთა ერაყის მიერ კუვეიტის ოკუპაცია.
უნდა აღინიშნოს, რომ მას მრავლად ჰყავდა როგორც მომხრები ასევე მოწინააღმდეგეები.
მისი კრიტიკოსები უკმაყოფილონი იყვნენ იმ გარემოებით, რომ სეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების გაფორმების შეწმდეგ ერაყის სათავეში კვლავ დარჩა სადამ ჰუსეინი.