პარლამენტი მთავრობას სთხოვს რომ გაგრძელდეს კონსულტაციები წყლის დატაცებასთან დაკავშირებით დასჯის მექანიზმების შემუშავებაზე. ეს საკითხი დღეს სესიაზე მთავრობის მიერ შემუშავებული იმ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას დაისვა, რომლის მიხედვითაც სასმელი წყლის დატაცებისთვის პირს თვითმმართველი ორგანოების ნაცვლად თავად წყლის მიმწოდებელი კერძო კომპანიები დააჯარიმებენ.
პარლამენტში მიაჩნიათ რომ საკითხი რთულია, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ საქართველოს ფაქტორის გათვალისწინებით და მოითხოვენ, რომ მკაცრად უნდა იყოს გაწერილი განმარტება, თუ რას ნიშნავს წყლის დატაცება, რათა ზედმეტი პრობლემები არ შეიქმნას. გარდა ამისა, დეპუტატებს მიაჩნიათ რომ უნდა გამოირიცხოს ასევე ორმაგი დაჯარიმების ალბაობებით და მიაჩნიათ რომ კანონპროექტში შესაძლოა ამასთან დაკავშირებით დამატებითი ჩანაწერების გაკეთებაც გახდეს საჭირო. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტი და მთავრბა კონსულტაციებს გააგრძელებს და საკანონმდებლო ინიციატივაზე გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული.