მისი თქმით, ქვეყენაში ხორციელდება ისეთ რეფორმები, რომელიც შემდეგი წლების განმავლობაში ვარდების რევოლუციის პროგრეს კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის
"ჩვენ ასევე დავუშვით ოპოზიციის სამთვიანი პროტესტი დედაქალაქში მაშინ, როდესაც მათ გადაკეტილი ჰქონდათ დედაქალაქის მთავარი ქუჩა, რაც ასახავს კიდეც ჩვენს ღრმა პატივისცემას პლურალიზმისა და გამოხატვის თავისუფლებისაადმი დამოკიდებულებას. ჩვენ მივეცით ასევე ოპოზიციის მიერ კონტროლირებად არხებს ლიცენზია, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება იმუშაონ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩვენ ასევე მივიწვიეთ ოპოზიციის წარმოომადგენლები ეროვნული უშიშროების საბჭოში. გადავწყვიტეთ, რომ მერის არჩევნები მომავალ წელს ჩატარდეს პირდაპირი წესით და მოხდეს საარჩევნო კანონების ჩამოყალიბება. მომავალ თვეებში ჩვენ კიდევ უფრო შორს წავალთ. ჩვენ მივიღებთ კანონს, რომელიც ითვალისწინებს ოფიციალური პირების დასჯას, რომელიც მოსამართლის საქმიანობის ჩარევის შემთხვევაში. ჩვენ ჩავატარებთ კონსტიტუციურ რეფორმას, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის უფლებამოსილების გაძლიერებას", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ახალი ბერლინის კედლისდასანგრევად, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შენდება, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს
"ჩვენ ვაკეთებთ ამას იმიტომ რომ დემოკრატია არის საუკეთესო საშუალება ამ კედლის წასაქცევად. ჩვენ ასევე ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ეკონომიკის ხელახალ აღსადგენად", _ განაცხადა მიხეილ სააკშვილმა.