პალესტინის ხელისუფლების განცხადებით, ისრაელმა ღაზას სექტორზე სამშენებლო მასალების იმპორტის აკრძალვა მოხსნა. ამ მოთხოვნას უკვე დიდი ხანია „ჰამასი" აყენებდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი" ავრცელებს.
სამშენებლო მასალების შეტანაზე აკრძალვა, იმ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი გახდა, რომელიც ისრაელის ხელისუფლებასა და „ჰამასს" შორის, უკანასკნელი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, პალესტინა უარს ამბობს ისრაელის დაბომბვების გააგრძელებაზე, ხოლო საპასუხოდ, ისრაელი ღაზაზე ბლოკადას შეარბილებს და მებრძოლთა ლიდერების განადგურებას შეწყვეტს.
ისრაელმა, თავის დროზე, ღაზაში სამშენებლო მასალების შეტანაზე აკრძალვა იმ მოტივით დააწესა, რომ შიშობდა, მათ „ჰამასი" გვირაბების და სიმაგრეების ასაგებად გამოიყენებდა. შედეგად, ღაზაში მშენებლობები დიდი ტექნოლოგიური სირთულეებით მიმდინარეობდა.