ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში, რომელიც ერთი თვის წინ, ბრონქიტის გართულების შემდეგ, ჰოსპიტალიზირებულ იქნა, ახალ წელს ჰიუსტონის კლინიკის რეამინაციაში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშეითედ პრესი" ავრცელებს.
ექიმების ცნობით, პაციენტს, რომელსაც ინტენსიური თერაპია უტარდება, უკანასკნელი ორი-სამი დღეა სიცხემ აუწია. უფროს ბუშს სპეციალისტებმა დიეტა დაუნიშნეს და ოპტიმისტურ პროგნოზებსაც აკეთებდნენ, თუმცა ბოლო ხანებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა გაუარესდა.
ჯორჯ ბუში უფროსი ჰიუსტონის კლინიკაში 23 ნოემბერს მოხვდა. მის გაწერას ექიმები ჯერ კიდევ დეკემბერის დასწყისში ვარაუდობდნენ, თუმცა პაციენტის გამოჯანმრთელებამ ასეთი სწრაფი ტემპები ვერ მიიღო. ბუშს საავადმყოფოში ხშირად აკითხავენ ახლობლები. შობას კი ის მეუღლე, ბარბარასთან და შვილის, ნეილის ოჯახთან ერთად შეხვდა. მამას არც ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უმცროსი ივიწყებს და მასთან მოსანახულებლად ხშირად დადის.
რესპუბლიკელი ჯორჯ ბუში აშშ-ის პრეზიდენტად 1988 წელს აირჩიეს. ოთხი წლის შემდეგ, მან არჩევნები დემოკრატ ბილ კლინტონთან წააგო. მას შემდეგ, უფროსი ბუში ზამთარს ჰუსტონში ატარებდა, ზაფხულს კი მენის შტატში. უკანასკნელ წლებში, ის პარკინსონის დაავადებით იტანჯება, რომელიც ინვალიდის სავარძელს საჭიროებს.