პარლამენტს "ნაციონალური მოძრაობიდან~ კიდევ ერთი ახალი დეპუტატი შეემატა. პარლამნეტმა დღეს მირზა დავითაიას ადგილომნაცვლედ "ნაციონალური მოძრაობის~ სარჩევნო სიის მომდევნო წევრი ელენე ჯავახაძე დაამტკიცა.
მირზა დავითაია გასულ წელს დიასპორებთან ურთიერთობის სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა.
ელენე ჯავახაძე პარტია `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრია. იგი 1973 წელს არის დაბადებული. პროფესიით ზოგადი პროფილის ექიმი-პროფილაქტიკოსია, მუშაობდა თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურში.