ავღანეთში, ხოსტის პროვინციაში განლაგებულ ნატოს სამხედრო ბაზასთან აფეთქება მოხდა.
ასოშეიტედ პრესი ავღანეთის პოლიციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თავდამსხმელები შეეცადნენ ნატოს ბადრაგის აფეთქებას, რომელიც აეროპორტიდან პროვინიის ცენტრისკენ მიემართებოდა.
პასუხისმგებლობა თავდასხმაზე მოძრაობა თალიბანმა აიღო.
ნატოს სარდლობა აღნიშნულ ფაქტს ამ დრომდე არ გამოხმაურებია.