თურქები ვატიკანისაგან წმინდა ნიკოლოზის ნაწილების დაბრუნებას ითხოვენ. წმინდა ნიკოლოზი, რომელიც სანტა კლაუსის სახელითაცაა ცნობილი, შობამდე მცირე ხნით ადრე, დავის მიზეზი ხდება. თურქ მეცნიერებს სულ ახლახანს გაახსენდათ, რომ სანტა კლაუსის სამშობლო თურქული ქალაქი მირაა.
წმინდანის ნეშტი ვატიკანის წარმომადგენლებმა წაიღეს და იტალიურ ქალაქ ბარიში ჯერ კიდევ მეთერთმეტე საუკუნეში დაასაფლავეს. ახლა კი, თურქი სპეციალისტები კათოლიკური ეკლესიისგან მის უკან, მირაში დაბრუნებას ითხოვენ.
დღეს, მილიონობით ქრისტიანი მთელ მსოფლიოში შობას აღნიშნავს, რომლის მთავარ მოვლენად, ტრადიციის მიხედვით, რომის პაპის სადღესასწაულო მესა იქცა. შობა, ასევე, მთავარი კურიერის, სანტა კლაუსის და მისი საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია. მთელი მსოფლიოს ბავშვებს მტკიცედ სწამთ, რომ სანტა კლაუსი ჩრდილოეთ პოლუსზე, საკუთარ რეზიდენციაში ცხოვრობს და მხოლოდ შობის დღესასწაულზე ტოვებს მას. წმინდა ნიკოლოზი, როგორც ცნობილია, ღარიბთა და უპოვართა შემწედ ითვლებოდა.