"ქრისტიან-დემოკრატები" პარლამენტში პრემიერ მინისტრის, ფინანსთა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დაბარებას ითხოვენ. ეს მოთხოვნა "ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა დღეს სესიაზე დააყენა.
აღსანიშნავია, რომ ეს მოთხოვნა გუშინ "ქრისტიან-დემოკრატებმა~ საგანგებო ბრიფინგზეც გახმოვანეს და აღნიშნული პირების პარლამენტში მოწვევას დევნილების პრობლემებთან დაკავშირებით ითხოვენ.
როგორც გიორგი ახვლედიანმა დღეს სესიაზე განაცხადა, დღემდე ვერ მოხერხდა ხელისუფლების დანაპირების შესრულება ახალგორიდან და კოდორიდან დევნილებისთვის კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით.
`დევნილები უკვე წელიწადნახევარია ელოდებიან კომპენსაციებს, არიან უკიდურეს მდგომარეობაში და შეკედლებულები არიან ნათესავებთან,~ - აცზადება ახვლედიანი და აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ `საეჭვოა
ლტოლვოლთა და განსახლების სამინისტრსო არგუმენტები, თითქოს ამ დევნილების იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ მოხეხრდა.~
გარდა ამისა, `ქრისტიან-დემოკრატები~ ხელისუფლებისგან პასუხს იმ საკითხთან დაკავშირებითაც ითხოვენ, თუ რატომ ტოვებს ხელისუფლება უყურადღებოდ ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლებას, რომელთაც ვაშლის მოსავალი ულპებად და რატოიმ არ ფიქრობს ვაშლის სუბსიდირებას ისევევ, როგორც ეს მოხდა ყურძნის და ციტრუსის შემთხვევაში.
გიორგი ახვლედიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა წყალტუბოს მოსახლეობაზე, როპმელთან სასათბურე მეურნეობები ფიანნსური კრიზისა და ომის გამო გაუნადგურდათ და ამიტომ ვერ ახერხებენ ბანკების სესხების გადახდას, ბანკები კი მათ სახლების ჩამორთმევით ემუქრება.
"ქრისტიან-დემოკრატები~ სწორედ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ითხოვენ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის, ფინანსთა მინისტრის და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დაბარებას, რათა პასუხები აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშიერბით პასუხისმგებელი პირებისგან მოისმინონ.