ისრაელში ებრაელების ჯგუფი ჩავიდა, რომლებიც აქამდე ინდოეთში ცხოვრობდნენ და ბიბლიური დროიდან დაკარგულ ტომად ითვლებოდნენ.
ისრაელის მთავარმა რაბინმა 2005 წელს ბნეი მანაშეს ტომი ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნეში ასირიელების შეჭრის დროს ერთ-ერთ განდევნილ ტომად აღიარა.
თელ-ავივში ამ ტომის 50 მდე წარმომადგენელი ჩავიდა და ასევე 7 ათასმა მათმა წარმომადგენელმა ისრაელის მთავრობის ნებართვა აიღო, რომ ისინი ინდოეთიდან ისრაელში გადასახლდნენ.