ჩეჩენი მებრძოლები სირიაში, შეიარაღებული ოპოზიციის მხარეს იბრძვიან - ამ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, სულ ახლახანს ჩეჩენი ტერორისტების კიდევ ერთი ჯგუფი სირიაში, თურქეთის გავლით გაემგზავრა.
"მას შემდეგ, რაც სირიაში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, ჩეჩენები პირველი უცხოელი დაქირავებული მებრძოლები იყვნენ, ვინც ქვეყანაში შევიდნენ და სირიის შეიარაღებული ოპოზიციის რიგები შეავსეს", - ირწმუნება ირანული სააგენტო "ფარსი". ამავე სააგენტოს მტკიცებით, ჩეჩნები სირიაში თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და დიდი ბრიტანეთის გავლით ხვდებიან.
თავად სირიული სახელისუფლო საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, სირიის შეიარაღებული ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს ლიბიიდან, ყატარიდან, საუდის არაბეთიდან, ავღანეთიდან და ჩეჩნეთიდან გადმოსული მებრძოლები წარმოადგენენ, რომელთა მომზადებასაც "ალ-ქაიდა" ხელმძღვანელობს, ხოლო მათ მოსამზადებელი ბაზები ავღანეთის ტერიტორიაზე აქვთ.