ვაკეში 24 იანვარს დაჭრილი 18 წლის მოზარდი რაჟდენ დარბაიძე დღეს დილით გარდაიცვალა.
ის უკვე ორ კვირაზე მეტია მეორე კლინიკურ საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შემთხვევა ვაკეში, ბაზალეთის ქუჩაზე 24 იანვარს მოხდა. 18 წლის რაჟდენ დარბაიძეს თავის არეში მძიმე ჭრილობა ცეცხლსასროლი იარღით ჰქონდა მიყენებული.
ახალგაზრდის დაჭრა თანატოლებთან შელაპარაკებას მოჰყვა. მის დაჭრაში ეჭვმიტანი პოლიციამ რამდენიმე დღეში დააკავა.