ბრიტანული ტაბლიოდი The Sun ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, პრინცმა ჰარიმ ავღანეთში თალიბების მეთაური მოკლა. გაზეთის ცნობით, პრინცმა თავად მიიღო მონაწილეობა სპეცოპერაციაში, რომელიც ჰელმანდის პროვინციაში ჩატარდა. გამოცემის ინფორმაციით, 28 წლის ჰარი, პილოტირებულ ვერტმფრენ „აპაჩში" იმყოფებოდა, რომელმაც მიზანი რაკეტა „ჰელფაირით" გაანადგურა, რის შედეგადაც გავლენიანი ტეროტრისტი ლიდერი გაანადგურეს.
ცნობილია, რომ მეგობარი სამხედროები ჰარის „დიდ ეიჩს" უწოდებენ და აცხადებენ, რომ „დიდი ეიჩი" ნამდვილი ლეგენდაა. ის ჯარისკაცებს შორის პოპულარობით სარგებლობს, ნორმალური სამხედროა და ავღანეთში უყვართ და პატივს სცემენ. ჰარის მხიარულება და მეგობრებთან ერთად დალევაც უყვარს. პრინცი ავღანეთში მომავალი წლის იანვრამდე დარჩება.