ავღანეთის პოლიციის თანამშრომელმა ქალმა ამერიკელი სამხედრო მრჩეველი მოკლა. აღნიშნული ინციდენტი ქაბულში პოლიციის სამმართველოს შენობაში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი-პოლიციელის ხელით ავღანეთში მყოფი ნატოს ძალების წარმომადგენელი დაიღუპა. დამატებითი დეტალები ამ ინციდენტისა ჯერ ჯერობით არ ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ავღანეთში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ავღანეთის უსაფრთხეობის ძალების თანამშრომლები ცეცხლს საერთაშორისო კოალიციაში შემავალი თავიანთი კოლეგების მიმართულებით ხსნიან.