სირიის პროვინცია ჰამაში სამთავრობო ძალების მიერ პურსაცხობისთვის მიტანილი იერიშის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ინცინდენტი ქალაქ ხალფაიაში მოხდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამბოხებულთა კონტროლქვეშ გადავიდა.
"ამჟამად შეუძლებელია ზუსტად თქმა, რამდენი დადამიანია დაღუპული. როდესაც შემთხვევის ადგილას მივედი ცხედრები იყო ყველგან", - განაცხადა ოპოზიციის აქტივისტმა სამერ ალ-მხაუიმ.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქალაქში მესამე დღეა ფქვილი არ შეუტანიათ, რის გამოც პურსაცხობთან დიდი რიგი იყო.
"პურის რიგში ასობით ადამაიანი იდგა, მრავალი მათგანი დაიღუპა და დაიჭრა", - აცხადებენ თვითმხილველები.
ოპოზიციის შეფასებით დაღუპულია 90-მდე ადამიანი, თუმცა ეს ციფრი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. თუ ფაქტი დადასტურდება, ეს ავიარადრტყმა იქნება ერთ ერთი ყველაზე სასტიკი სირიაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების პერიოდში.
სირიის ოპოზიცის განცხადებით, ქვეყნაში მიმდინარე დაპირისპირებისას, რომელიც გასული წლის მარტში დაიწყო, დაღუპულია 44 ათასი ადამაიანი, მათ შორის 31 ათასი სამოქალაქო პირი.
მასალის გამოყენების პირობები